რუსეთის დუმამ "სქესის შეცვლის პროპაგანდისთვის" ჯარიმები დაამტკიცა
რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო სათათბიროს სახელმწიფო მშენებლობისა და კანონმდებლობის კომიტეტმა დაამტკიცა ცვლილება ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის შესახებ "სქესის შეცვლის პროპაგანდის" გამო. ამის შესახებ ინფორმაციას რუსეთის პარლამენტის ქვედა პალატის ვებგვერდი ავრცელებს.
ცვლილება სახელმწიფო დუმის საინფორმაციო პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარემ, ალექსანდრ ხინშტეინმა "ლგბტ პროპაგანდის" აკრძალვის კანონპროექტისას მეორე მოსმენით წარადგინა.
დეპუტატის ინიციატივით, შემოიღებენ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობას "ინფორმაციის გავრცელების ან საჯარო ქმედებების განხორციელებისთვის, რომელიც მიზნად ისახავს გენდერული ცვლილების მიმზიდველობის შექმნას" ან "სქესის შეცვლის შესახებ ინფორმაციის გავრცელებას, რომელიც იწვევს ამ თემისადმი ინტერესს".
ასეთი ქმედებებისთვის სასჯელის სახით ინდივიდუალურად 100 ათას რუბლამდე ადმინისტრაციული ჯარიმაა გათვალისწინებული, კომპანიებისთვის კი - მილიონ რუბლამდე.
სახელმწიფო სათათბიროს იმავე სხდომაზე საინფორმაციო პოლიტიკის, საინფორმაციო ტექნოლოგიებისა და კომუნიკაციების კომიტეტმა რეკომენდაცია გაუწია დეპუტატებს მეორე მოსმენით მიეღოთ კანონპროექტები, რომლებიც კრძალავს "არატრადიციული სექსუალური ურთიერთობების" პროპაგანდას.
ასეთი ინფორმაციის გავრცელებისთვის სასჯელის სახით 400 ათას რუბლამდე ჯარიმაა გათვალისწინებული ფიზიკური პირებისთვის და 5 მილიონამდე იურიდიული პირებისთვის.