რუსეთის განათლების სამინისტრომ სკოლებში WhatsApp-ის გამოყენება აკრძალა
რუს მასწავლებლებს სკოლაში სასწავლო პროცესის ფარგლებში უცხოური მესინჯერების, კერძოდ WhatsApp-ისა და ინტერნეტ სერვისების გამოყენება აეკრძალათ.
"შეზღუდვები ხელს შეუწყობს კონფიდენციალური ინფორმაციის გაჟონვის შესაძლებლობის აღმოფხვრას" - წერს "Коммерсант" რუსეთის განათლების სამინისტროში წყაროებზე დაყრდნობით.
ამის ნაცვლად, რეგიონებში სკოლების თანამშრომლებს ურჩიეს გამოიყენონ შიდა "VK Мессенджер" და სასწავლო პლატფორმა "Сферум", რომელიც შემუშავებულია VK-ის მიერ "Ростелекомом"-თან ერთად. ამავდროულად, რუსეთის ფედერაციის განათლების სამინისტრომ ხაზგასმით აღნიშნა, რომ გაგზავნილი რეკომენდაციები ეხება ექსკლუზიურად სახელმწიფო სისტემას "Моя школа"-სთან მუშაობას.
მშობლებს ასევე მოუწოდებენ შეზღუდონ უცხოური მესინჯერების გამოყენება. ნიჟნი ნოვგოროდის რეგიონში, გამოცემის თანახმად, მასწავლებლები მშობლებს მოუწოდებენ, "გამოირიცხონ უცხოური ინტერნეტ სერვერების გამოყენების შესაძლებლობა", რათა დაიცვან მონაცემები. თუმცა, სამინისტროში განაცხადეს, რომ მშობლების საკომუნიკაციო არხებზე სპეციალური რეგულაციები არ არსებობს.