რუსეთმა უკრაინაზე გამავალი მილსადენით ევროპისთვის ნავთობის მიწოდება შეაჩერა
რუსულმა სახელმწიფო კომპანია ტრანსნეფტმა უკრაინაზე გამავალი დრუჟბას მილსადენით ევროპისთვის ნავთობის მიწოდება შეაჩერა.
დრუჟბას მილსადენიდან ჩეხეთს, უნგრეთს და სლოვაკეთს ნავთობი 4 აგვისტოს შემდეგ აღარ მიეწოდებათ.
ტრანსნეფტში აცხადებენ, რომ ნავთობის ტრანზიტი „ევროკავშირის მიერ დაწესებული ფინანსური სანქციების გამო“ შეწყდა, რის გამოც კომპანია უკრაინულ ოპერატორს თანხას ვეღარ უხდის.
ნავთობის შესყიდვასა და ტრანზიტთან დაკავშირებული მომსახურება გაზპრომბანკის მეშვეობით ხორციელდება, რომელიც ბრიუსელის მიერ სანქცირებული არ არის.
უკრაინულ ნაფტოგაზში ჯერჯერობით კომენტარს არ აკეთებენ.
ჩვეულებრივ დრუჟბას გავლით დღეში 250 000 ბარელი ნავთობი მიედინებოდა.
ცოტა ხნის წინ რუსეთმა ევროპისთვის ბუნებრივი აირის მიწოდება ჩრდილოეთის ნაკადი 1-დანაც შეაჩერა, თუმცა შემდეგ ნაწილობრივ აღადგინა.