რუსეთსა და უკრაინას შორის ომი ახალ ფაზაში გადადის - ბრიტანეთის დაზვერვა
რუსეთსა და უკრაინას შორის ომი ახალ ფაზაში გადადის. ამის შესახებ Twitter-ზე 6 აგვისტოს ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტრომ ბრიტანეთის დაზვერვის მონაცემებზე დაყრდნობით განაცხადა.
სამინისტრომ აღნიშნა, რომ რუსი დამპყრობლები კონცენტრირებულნი არიან სამხრეთ უკრაინაში უკრაინის შეიარაღებული ძალების კონტრშეტევისთვის მოსამზადებლად. რუსული სამხედრო სატვირთო მანქანების, ტანკების, ბუქსირებული არტილერიისა და სხვა იარაღის კოლონების გაგზავნა დონბასიდან სამხრეთ რეგიონებში გრძელდება. დამპყრობლებს ასევე გადმოჰყავთ თავიანთი აღჭურვილობა დაპყრობილი მელიტოპოლიდან, ბერდიანსკიდან, მარიუპოლიდან და ყირიმიდან.
"ყირიმში დისლოცირებულ ბატალიონის ტაქტიკურ ჯგუფებებს (BTG), რომელთა რაოდენობა 800-დან 1000-მდე ჯარისკაცს შეადგენს, თითქმის აუცილებლად გამოიყენებენ რუსეთის ჯარების მხარდასაჭერად ხერსონის რეგიონში. სავარაუდოდ, უახლოეს დღეებში ისინი ხერსონის რეგიონში გაიგზავნება."- ნათქვამია განცხადებაში.
ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტრომ აღნიშნა, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალები ახლა ახორციელებენ თავდასხმების კონცენტრირებას ხიდებზე, საბრძოლო მასალის საცავებსა და სარკინიგზო ხაზებზე. უკრაინელი სამხედროები სულ უფრო მეტად ანადგურებენ მტრის ლოჯისტიკას.
"რუსეთსა და უკრაინას შორის ომი ახალ ფაზაში შედის, როდესაც ყველაზე სასტიკი ბრძოლები გადავა ფრონტის ხაზზე, რომლის სიგრძე დაახლოებით 350 კილომეტრია, რომელიც გადაჭიმულია უკრაინის სამხრეთ-დასავლეთით ზაპოროჟიედან ხერსონამდე, მდინარე დნეპრის პარალელურად." - აცხადებს ბრიტანული დაზვერვა.