რუსეთში მობილიზაციის წინააღმდეგ საპროტესტო აქციები ჩატარდება
რუსულმა მოძრაობამ "გაზაფხული" მობილიზაციის წინააღმდეგ, რომელიც რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა გამოაცხადა, საპროტესტო აქცები დანიშნა. ამის შესახებ 21 სექტემბერს უფლებადამცველების განცხადებაშია ნათქვამი Telegram-ზე.
უფლებადამცველები რუსებს ქვეყნის ყველა ქალაქში საპროტესტო აქციის გამართვისკენ მოუწოდებენ. აქციები 21 სექტემბერს, ადგილობრივი დროით 19:00 საათზე დაიწყება.
"ვლადიმერ პუტინმა ახლახან რუსეთში ნაწილობრივი მობილიზაცია გამოაცხადა. ეს ნიშნავს, რომ ათასობით რუს კაცს - ჩვენ მამებს, ძმებს და ქმრებს - ომის ხორცსაკეპ მანქანაში ჩააგდებენ. რისთვის დაიღუპებიან ისინი? დედები და ბავშვები რისთვის დაღვრიან ცრემლებს. პუტინის სასახლისთვის?" - ნათქვამია განცხადებაში.