რუსეთში მობილიზებულთა ცოლებისა და დედების დონბასში გაგზავნა სურთ

რუსეთის ფედერაციის სახალინის ოლქის გუბერნატორი, ვალერი ლიმარენკო, მობილიზებულთა ცოლებთან და დედებთან შეხვედრაზე დათანხმდა, საზოგადოებრივი ჯგუფის შექმნას, რომლის წევრებსაც რიგრიგობით მოუწევთ ოკუპირებულ დონბასში გამგზავრება, რათა დააკვირდნენ სამხედროების მდგომარეობას.

ამ ინფორმაციას Sakh.Online 28 ნოემბერს ავრცელებს.

გამოცემა წერს, რომ ქალები უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე გაემგზავრებიან, რათა "ადგილზე გაარკვიონ რა სჭირდებათ მებრძოლებს".

ისინი გახდებიან, პროექტის - "საზოგადოების" მონაწილეები, რომელსაც პუტინის პარტია "ერთიანი რუსეთი" დააფინანსებს.

"დარწმუნებული ვარ, ქალები ძალიან ფრთხილად იქნებიან, რათა მებრძოლების მოთხოვნები ზუსტად შესრულდეს და ამანათები ადრესატამდე უფრო სწრაფად მივიდეს", - თქვა ლიმარენკომ.

მსგავსი სიახლეები