რუსეთში "Новая газета"-ს ვებგვერდი დაბლოკეს

"როსკომნადზორმა" "Новая газета"-ს და მისი პროექტის, "თავისუფალი სივრცის" ვებგვერდი რუსეთის ტერიტორიაზე დაბლოკა. მათი დომენური სახელები ვებ-მისამართების ხელმისაწვდომობის შემოწმების სერვისში 17 ნოემბერს, "Новая газета. Европа"-ს რედაქტორებმა აღმოაჩინეს.

"რესურსები novaya.media და novayagazeta.ru აღიარებულია როგორც "Новая газета"-ს ვებგვერდის "სარკეები". ადრე დაბლოკილი რესურსების "სარკეებთან" წვდომა ექვემდებარება რუსეთის ფედერაციის მთავრობის 2022 წლის 5 ნოემბრის №1995 დადგენილების შესაბამისად შეზღუდვას", - განუმარტა "როსკომნადზორმა" სახელმწიფო პროპაგანდისტულ სააგენტო "Интерфакс"-ს.

"Новая газета"-ს სპიკერმა, ნადეჟდა პრუსენკოვამ, "Интерфакс"-თან საუბარში განმარტა, რომ რედაქციას არ მიუღია პრეტენზია "როსკომნადზორისგან" ან სხვა დეპარტამენტისგან, რომელიც საიტების დაბლოკვას დაასაბუთებდა.

"ამ გადაწყვეტილებებს სასამართლოში აუცილებლად გავასაჩივრებთ." - თქვა მან.

მსგავსი სიახლეები