რუსეთში შობადობა 6.5%-ით შემცირდა
2022 წლის იანვრიდან სექტემბრამდე რუსეთში შობადობა 6.5%-ით შემცირდა. ამის შესახებ 27 ნოემბერს, ანა კუზნეცოვამ, სახელმწიფო სათათბიროს თავმჯდომარის მოადგილემ, რუსეთის ოჯახისა და ბავშვთა დაცვის კომისიის ხელმძღვანელმა განაცხადა. მან მოსკოვში, სრულიად რუსეთის ქალთა ფორუმის მონაწილეებს მიმართა.
"ჩვენ ვხედავთ, რომ მიმდინარე წლის ცხრა თვეში შობადობა უკვე 6.5%-ით შემცირდა", - განაცხადა კუზნეცოვამ. მისი თქმით, რუსეთში ყოველ 10 ქორწინებაზე შვიდი განქორწინება ხდება. ბოლო წლებში თანაფარდობა დაახლოებით იგივე დარჩა.
ამასთან, დეპუტატმა აღნიშნა, რომ "ტრადიციული ფასეულობების შენარჩუნება ჩვენი ქვეყნის სტრატეგიულ კურსად უნდა იქცეს", ხოლო ხელისუფლების პრიორიტეტი, მისი თქმით, "მტკიცე ოჯახის, ქორწინების ღირებულებები, მრავალშვილიანი ოჯახები, უფროსების პატივისცემაა, რაც გავაძლიერებს".
რუსეთის ფედერაციის 42 რეგიონიდან და რესპუბლიკიდან ათასამდე სხვადასხვა ეროვნებისა და რელიგიის ქალი მონაწილეობდა რუს ქალთა ფორუმში.
2020 წელს რუსეთის მოსახლეობა 146.74 მილიონიდან 146.23 მილიონ ადამიანამდე შემცირდა (2021 წლის 1 იანვრის მდგომარეობით). ფედერალური სახელმწიფო სტატისტიკის სამსახურს ასეთი ვარდნა 2005 წლის შემდეგ არ დაუფიქსირებია. რუსეთის მოსახლეობა 2006 წლის დასაწყისში 143.8 მილიონიდან 143.2 მილიონ ადამიანამდე დაეცა.