რუსეთში ცდილობენ პეტერბურგელი უსახლკაროები უკრაინაში ომში გაგზავნონ - Ротонда
რუსეთში ფარული მობილიზაციის ფარგლებში, კამპანია უსახლკაროთა შორისაც დაიწყო. ამის შესახებ გამოცემა Ротонда წერს.
გამოცემის ცნობით, ცოტა ხნის წინ სანქტ-პეტერბურგის ორგანიზაცია Ночлежка-ში, რომელიც უსახლკაროებს ეხმარება, ერთ-ერთი რაიონის ადმინისტრაციის თანამშრომელი მივიდა და იქ რუსეთის შეიარაღებულ ძალებში საკონტრაქტო მომსახურების სარეკლამო ბუკლეტების განთავსება შესთავაზა.
ოფიციალურმა პირებმა ეს ინფორმაცია დაადასტურეს, მათი თქმით, ისინი ყველგან აწარმოებენ კამპანიას, სადაც ეს შესაძლებელია. თუმცა, მათ ხაზგასმით აღნიშნეს, რომ ეს იყო მათი პირადი ინიციატივა და არა ბრძანება "ზემოდან".
უკრაინაში საომარ მოქმედებებში მონაწილე მოხალისეების აქტიური ძებნა, სანქტ-პეტერბურგის ხელისუფლებამ ივლისის ბოლოს დაიწყო. ქალაქი სამი "ნომინალური" ბატალიონის შეკრებას აპირებდა, მაგრამ საჭირო რაოდენობის ხალხი ჯერ ვერ შეგროვდა.
კონტრაქტორებს ჩვეულებრივი ხელფასის გარდა, ქალაქის ბიუჯეტიდან დაუყოვნებლივ 300 ათას რუბლის გადახდას ჰპირდებიან.