რუსმა მილიარდერმა ტინკოვმა რუსეთის მოქალაქეობაზე უარი თქვა

ოლეგ ტინკოვმა, რუსმა მილიარდერმა ბანკირმა და "Тинькофф-банк"-ის დამფუძნებელმა, ინსტაგრამზე 31 ოქტომბერს დაწერა, რომ მან უარი თქვა რუსეთის მოქალაქეობაზე.

"მე ოფიციალურად უარი ვთქვი რუსეთის მოქალაქეობაზე! მე ვერ ვუყურებ ამ ყველაფერს და ვერ ვიქნები პუტინის ფაშიზმთან ასოცირებული! ვერ ვუყურებ, როგორ კლავენ და ძარცვავენ ჩემი ყოფილი თანამემამულეები მშვიდობიან ადამიანებს [უკრაინაში]. განსაკუთრებით იმ ფონზე, რისი გადატანაც მე ბოლო სამი წლის განმავლობაში მომიხდა", - წერს ის და აქვეყნებს ცნობას მოქალაქეობაზე უარის თქმის შესახებ.

ტინკოვი მოელის, რომ "უფრო მეტი ბიზნესმენი" მიჰყვება მის მაგალითს და "შეაჩერებს ფაშიზმზე მუშაობას, უარს იტყვისს ბიზნესსა და მოქალაქეობაზე".

"დონბასი არ იარსებებდა, 2014 წელს თქვენი პუპკინი იქ რომ არ ჩასულიყო. მე თქვენზე დიდი პატრიოტი ვარ... იმიტომ, რომ თქვენ ლაპარაკობთ, მაგრამ მე ვაკეთებ და ვაკეთებ. მე ვარ რუსეთის გმირი", - მიმართა მან "ფსევდო-პატრიოტებს".

Forbes Russia-ს ინფორმაციით, ტინკოვი უკვე მეხუთე ბიზნესმენია Forbes-ის სიის ყოფილი და ამჟამინდელი წევრებიდან, რომლებმაც წელს უარი თქვეს რუსეთის მოქალაქეობაზე.

რადიო თავისუფლება იუწყება, რომ ტინკოვი დიდი ხანია რუსეთის ფედერაციის ფარგლებს გარეთ ცხოვრობს. 1996 წლიდან მას, რუსეთის გარდა, აშშ-ის მოქალაქეობაც ჰქონდა, რაზეც 2013 წელს უარი თქვა, ახლა ბიზნესმენი კვიპროსის მოქალაქეა.

Forbes Russia ტინკოვის ქონებას 4.7 მილიარდ დოლარად აფასებს, ის 32-ე ადგილზეა უმდიდრესი რუსების რეიტინგში.

მსგავსი სიახლეები