რუსული ჯარები ზაპოროჟიეს რეგიონის კრიტიკული რაიონებიდან შესაძლოა გავიდნენ - ISW

რუსული სამხედრო გადაადგილებები ზაპოროჟიეს რეგიონში შეიძლება მიუთითებდეს, რომ რუსული ძალები ვერ ახერხებენ კრიტიკული ტერიტორიების დაცვას უკრაინის დარტყმების გაძლიერების ფონზე. ამის შესახებ ომის შესწავლის ამერიკული ინსტიტუტი (ISW) 10 ნოემბერს, ოპერატიული რეზიუმეში წერს.

ISW-ის ანალიტიკოსები თვლიან, რომ ზაპოროჟიეს ოლქის პოლოგიიდან რუსების გასვლას განსაკუთრებით საყურადღებოდ თვლიან, რადგან სოფელი კრიტიკულ გზაჯვარედინზეა და ამ კვანძის კონტროლის გარეშე რუსეთის ძალებს გაუჭირდებათ ტოკმაკის დაცვა უკრაინის პოტენციური ოპერაციებისგან. 

"კრიტიკული პოზიციიდან გასვლა შეიძლება მიუთითებდეს, რომ რუსეთის ჯარებს არ შეუძლიათ დაიცვან მთელი ფრონტის ხაზი ზაპოროჟიეს რეგიონში და უპირატესობას ანიჭებენ ძალების კონცენტრაციის ადგილებს. თუმცა, თანაბრად სავარაუდოა, რომ რუსული ძალები გადაანაცვლებენ დაჯგუფებას ზაპოროჟიეს რეგიონში და შესაძლოა გადაისროლონ ამ დასახლებებში სხვა პერსონალი", - ნათქვამია ინსტიტუტის ანალიზში.

გარდა ამისა, ექსპერტები აღნიშნავენ, რომ რუსეთის ფედერაცია ინახავს რეზერვებს ყირიმში, რათა მხარი დაუჭიროს თავდაცვით ოპერაციებს ზაპოროჟიეს რეგიონში და ხერსონში, დნეპრის აღმოსავლეთ სანაპიროზე.

რუსული ჯარები ასევე აგრძელებენ ლუგანსკის ოლქის სვატოვო-კრემენნაიას ხაზის დაცვას და იღებენ თავდაცვით ზომებს პერსონალის ხერსონის რეგიონში, დნეპრის აღმოსავლეთ სანაპიროზე გადაყვანით.

ISW-ს ცნობით, ამავდროულად, რუსული ჯარები აგრძელებენ შეტევითი ოპერაციების წარმოებას ავდიივკა-დონეცკის რეგიონში და ბახმუტში.

მსგავსი სიახლეები