სალმან რუშდის გერმანიაში მშვიდობის პრემია მიენიჭა

ინდური წარმოშობის ბრიტანელი მწერალი სალმან რუშდი გერმანელი წიგნის გამომცელების მშვიდობის პრემიის, გერმანიის ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული ლიტერატურული ჯილდოს ლაურეატი გახდა.

19 ივლისს, დაჯილდოების საორგანიზაციო კომიტეტში აღნიშნეს, რომ რომანი "შუაღამის შვილები შთამბეჭდავია მიგრაციისა და გლობალური პოლიტიკის პრობლემების ინტერპრეტაციით."

საორგანიზაციო კომიტეტის თქმით, მიუხედავად იმ საფრთხისა, რომელშიც ის მუდმივად არის, რუშდი "აზროვნებისა და ენის თავისუფლების ერთ-ერთი ყველაზე ვნებიანი დამცველია," რომელიც აერთიანებს "ნარატიულ ხედვას მუდმივ ლიტერატურულ სიახლესთან, იუმორთან და სიბრძნესთან." ის "აღწერს ძალას, რომლითაც სასტიკი რეჟიმები ანადგურებენ მთელ საზოგადოებებს, მაგრამ ასევე ინდივიდების წინააღმდეგობის სულის უძლეველობას."

სალმან რუშდიმ, რომელმაც 19 ივნისს 76 წლის იუბილე აღნიშნა, ჟიურის გამბედაობისთვის მადლობა გადაუხადა.

"ცოტა შემაშინა წინა ლაურეატების სიამ, რომელსაც ახლა ჩემი სახელიც დაემატება," – განაცხადა მან.

გამარჯვებულს გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის პრეზიდენტმა ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერმა მიულოცა.

"ყველა თქვენი ნამუშევარი ეწინააღმდეგება საშინელ გამარტივებებს, მხარს უჭერს სამყაროს გასაოცარ სირთულეს და თხრობის დიდ ძალას, რომლის მიმართ ერთგულებას ავლენთ თქვენს თითოეულ დიდ რომანში და ესეში. თქვენი პირადი ისტორიის ფონზე, ეს გაბედული პოზიცია აღმაფრთოვანებელია. ეს შინაგანი გამძლეობითაა ნაკარნახევი," - წერს ის.

მსგავსი სიახლეები