შოიგუ: რუსეთი იერიშის ტემპს განზრახ ანელებს
რუსეთის თავდაცვის მინისტრმა სერგეი შოიგუმ განაცხადა, რომ მოსკოვმა უკრაინაში იერიშის ტემპი „განზრახ“ შეანელა, რათა მშვიდობიანი მოქალაქეებს შორის „მსხვერპლი თავიდან აირიდონ“.
„ოპერაციის [უკრაინაში ომის] მსვლელობისას ჰუმანიტარული სამართლის ნორმებს მკაცრად ვიცავთ. ამ ყველაფერს ისე ვაკეთებთ, რომ მშვიდობიან მოქალაქეებს შორის მსხვერპლი თავიდან ავიცილოთ.
რასაკვირველია, ეს იერიშის ტემპებს ანელებს, მაგრამ ამას განზრახ ვაკეთებთ“, - განაცხადა შოიგუმ შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის სამიტზე გამოსვლისას, რომელიც ტაშკენტში ტარდება.
კიევი და მრავალი საერთაშორისო ორგანიზაცია აცხადებს, რომ უკრაინაში რუსეთი სამხედრო ქმედებებს ათასობით მშვიდობიანი მოქალაქე ეწირება.
გაეროს დათვლით, 25 თებერვლის შემდეგ ომს 5600 მშვიდობიანი უკრაინელის სიცოცხლე შეეწირა.
დასავლელი სამხედრო ექსპერტები მიიჩნევენ, რომ კრემლის იერიშის შენელება, სხვა მიზეზებს შორის, უკრაინის მიერ რუსეთის არმიის საწყობების მასობრივმა განადგურებამ გამოიწვია.
სამხედრო მასალის გარეშე რუსული არტილერია საცეცხლე უპირატესობის გამოყენებას ვეღარ ახერხებს.
დასავლური დაზვერვის ინფორმაციით, სულ უფრო კლებულობს ოკუპანტების საბრძოლო სულისკვეთება და საბრძოლო შენაერთების დაკომპლექტება გართულებულია.