შოიგუ სუროვიკინს: დაიწყეთ ხერსონიდან ჯარების გაყვანა
რუსეთის თავდაცვის მინისტრმა, სერგეი შოიგუმ, ქალაქ ხერსონიდან რუსეთის საოკუპაციო ჯარების გაყვანის ბრძანება გასცა.
ეს განცხადება, შოიგუმ, რუსეთის გაერთიანებული სამხედრო დაჯგუფების მეთუარის მოხსენების შემდეგ გააკეთა.თავის მხრივ, მოხსენებაში, სუროვიკინმა შოიგუს უთხრა, რომ ხერსონში მყოფი დაჯგუფებების მომარაგება და ეფექტური ფუნქციონირება ვერ ხდება.
სუროვიკინის თქმით, ჯარების გაყვანის პროცესი უახლოეს დროში დასრულდება.
უკან დახევის გადაწყვეტილება შოიგუმ იმით ახსნა, რომ რუსეთისთვის, საკუთარი ჯარისკაცების სიცოცხლე, ყოველთვის პრიორიტეტული იყო.
მასალა განახლებადია.