ტოკაევი: რუსეთიდან გასული უცხოური ბიზნესის ყაზახეთში გადმოსატანად პირობები უნდა შევქმნათ

ყაზახეთის პრეზიდენტმა კასიმ-ჟომარტ ტოკაევმა მთავრობას რუსეთისგან გასული უცხოური კომპანიების ყაზახეთში „რელოკაციისთვის“ ხელსაყრელი პირობების შექმნა დაავალა.

„დღეს ჩვენ საინვესტიციო კაპიტალისთვის გლობალური კონკურენციის მოწმეები ვართ. [ომის დაწყების შემდეგ] რუსეთი 1400 მსხვილი უცხოური კომპანიიდან თითქმის ყოველმა მეორემ დატოვა.

მთავრობამ მათ ყაზახეთში გადმოსატანად ხელსაყრელი პირობები უნდა შექმნას“, - განაცხადა ტოკაევმა მთავრობის სხდომაზე.

უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ რუსული ბაზრის სრულად ან ნაწილობრივ დატოვების შესახებ 1000-მდე კომპანიამ განაცხადა.

მსგავსი სიახლეები