უკრაინა: ბელორუსში ირანული ინსტრუქტორების ჩასვლა დაფიქსირდა

ბელორუსში ირანელი ინსტრუქტორები რუს სამხედროებს ამზადებენ და კამიკაძე დრონების გაშვებას აკონტროლებენ. ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების სპეციალური ოპერაციების ძალების მიერ შექმნილი ეროვნული წინააღმდეგობის ცენტრი წერს.

ცენტრის ცნობით, რუსებმა სრულად აიღეს კონტროლი ბარანოვიჩისა და ლიდაში მდებარე საჰაერო ბაზებზე და აგრძელებენ მათ გამოყენებას უკრაინის ტერიტორიაზე დარტყმებისთვის.

"ამასთანავე, გომელის რაიონის სოფელ მიკულიჩში ნახეს ირანელი ინსტრუქტორების ჯგუფი, ისლამური რევოლუციის გვარდიის ოფიცრები, რომლებიც იმყოფებიან რუსეთის ეროვნული გვარდიის და ФСБ-ს ოფიცრების მკაცრი დაცვის ქვეშ. ბელორუსი პარტიზანების ინფორმაციით, სწორედ ეს ინსტრუქტორები უწევდნენ კოორდინაციას უპილოტო საფრენი აპარატების, Shahed-136-ების გაშვებას კიევის რეგიონის ინფრასტრუქტურულ ობიექტების და უკრაინის ჩრდილოეთ და დასავლეთ რეგიონების დასაბომბად" - ნათქვამია განცხადებაში.

მსგავსი სიახლეები