უკრაინა: გავანადგურეთ რუსების შვიდი სამეთაურო პუნქტი
უკრაინელმა სამხედროებმა ერთ დღეში 24 რუსული სამხედრო ობიექტი დაბომბეს. ამ ინფორმაციას უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი 11 დეკემბერს ფეისბუქზე ავრცელებს.
"დღის განმავლობაში უკრაინულმა ავიაციამ დაბომბა რუსების პერსონალის, იარაღისა და სამხედრო ტექნიკის კონცენტრაციის 5 უბანი. ამავდროულად, სარაკეტო და საარტილერიო ნაწილებმა შვიდი სამეთაურო პუნქტი, ასევე პერსონალისა და არტილერიის კონცენტრაციის 10 უბანი და მტრის საბრძოლო მასალის საცავი დაბომბეს", - ნათქვამია განცხადებაში.
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალურმა შტაბმა 10 დეკემბერსაც დაწერა, რომ ოკუპანტების შვიდი სამეთაურო პუნქტი განადგურდა.
2022 წლის 24 თებერვალს, უკრაინაში რუსეთის ინტერვენციის დაწყების შემდეგ 94 140 ოკუპანტი მოკვდა.