უკრაინა: გუშინ კიდევ 150 რუსი ჯარისკაცი გავანადგურეთ
ბოლო 24 საათის განმავლობაში უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კიდევ 150 რუსი ოკუპანტის ლიკვიდაცია შეძლეს. უკრაინის წინააღმდეგ სრულმასშტაბიანი ომის 145 დღის განმავლობაში სულ 38 450 სამხედრო დაიღუპა.
ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი ფეისბუქზე ავრცელებს.
რუსული ჯარების სხვა დანაკარგები ასეთია:
- ტანკები - 1687 (+3);
- ჯავშანტექნიკა - 3886 (+7);
- საარტილერიო სისტემები - 849 (+3);
- ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემები - 248 (+1);
- საჰაერო თავდაცვის სისტემები - 113 (+3);
- თვითმფრინავები - 220; ვერტმფრენები - 188;
- ოპერატიულ-ტაქტიკური დონის უპილოტო საფრენი აპარატები - 690 (+2);
- ფრთოსანი რაკეტები - 166;
- გემები / ნავები - 15;
- საავტომობილო ტექნიკა და სატვირთო მანქანები - 2753 (+7);
- სპეცტექნიკა - 70 (+2).
გენერალური შტაბის ინფორმაციით, ყველაზე დიდი ზარალი ოკუპანტებმა ბახმუტის მიმართულებით მიიღეს. "ამ ტერიტორიაზე უკრაინის დამცველებმა რუსული არმიის შტურმის მცდელობა მოიგერიეს," - თქვა უკრაინის გენერალურმა შტაბმა.