უკრაინა: რუს ოკუპანტებს პერსონალის შევსების სისტემური პრობლემა აქვთ
რუს ოკუპანტებს უკრაინის წინააღმდეგ ომში პერსონალის შევსების სისტემური პრობლემები აქვთ. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი 26 ივლისს ფეისბუქზე ავრცელებს.
"მტერს აქვს პერსონალის შევსების სისტემური პრობლემა - რუსეთის ფედერაცია უკვე ცდილობს დაქირავებული ჯარისკაცების გადაბირებას ცენტრალური აზიის ქვეყნებში, რუსეთის შორეული რეგიონებში და დაპატიმრებულ კრიმინალებში", - ნათქვამია ანგარიშში.
26 ივლისს უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა (GUR) გაავრცელა ინფორმაცია, რომ სობიანინსკის პოლკი, რომელიც მოსკოვში იქმნება, რეკრუტირებას უწევს ადამიანებს რუსეთის ფედერაციის სხვადასხვა რეგიონებიდან, ასევე ტაჯიკეთის, ყირგიზეთის და უზბეკეთის მოქალაქეებს.
რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ სრულმასშტაბიანი ომი 24 თებერვალს დაიწყო. უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის 26 ივლისის მონაცემებით, უკრაინელმა სამხედროებმა დაახლოებით 39 870 რუსი დამპყრობელი გაანადგურეს.