უკრაინა: რუსეთში ცოცხალი ძალის ნაკლებობის გამო "შიდა თვითმობილიზაცია“ დაიწყო

რუსეთის ფედერაციაშიუკრაინის წინააღმდეგ ომში გასაგზავნად ცოცხალი ძალის ნაკლებობის გამო "შიდა თვითმობილიზაცია" მიმდინარეობს. ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალურმა შტაბმა 18 სექტემბერს ფეისბუქზე განაცხადა.

"უკრაინის ომში გასაგზავნად ადამიანური რესურსების ნაკლებობის გამო, რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე ე.წ შიდა თვითმობილიზაცია მიმდინარეობს. კურსკის რეგიონში - ლოჯისტიკურ დანაყოფებში კანდიდატების დაკომპლექტების საფარქვეშ, ხოლო ნიჟნი ნოვგოროდის რეგიონში, კერძოდ, ატომ-ოხრანას ორგანიზაციის თანამშრომლები, თითქოს მნიშვნელოვანი ობიექტების უსაფრთხოების განყოფილებებში მიჰყავთ. კანდიდატები, რომლებიც ხელს აწერენ კონტრაქტს, გადიან ერთკვირიან სროლის კურსს და იგზავნებიან საბრძოლო ზონაში." - აცხადებს უკრაინული მხარე.

ასევე, გენერალური შტაბის ინფორმაციით, ლუგანსკის ოლქის დროებით ოკუპირებულ ტერიტორიაზე, კერძოდ, ბელოვოვსკის რაიონში, გამოცხადდა ე.წ. შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვედანაყოფებისთვის ახალი ადამიანების შეკრებაზე.

"ბრძოლაში მნიშვნელოვანი დანაკარგების შემდეგ, პერსონალის უმეტესობა გაიქცა ან რუსეთის ტერიტორიაზე დეზერტირად იქცა", - აცხადებენ სამინისტროში.

მსგავსი სიახლეები