უკრაინელი მართლმადიდებლების უმრავლესობა თავს უკრაინის ეკლესიას მიაკუთვნებს
უკრაინაში მოქალაქეების 72% თავს მართლმადიდებლად მიიჩნევს და უმრავლესობა თავს უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის წევრად თვლის. ამას მოწმობს კიევის სოციოლოგიის საერთაშორისო ინსტიტუტის სოციოლოგიური კვლევის შედეგები, რომელიც 5 აგვისტოს გამოქვეყნდა.
გამოკითხულთა 54% თავს უკრაინის მართლმადიდებლური ეკლესიის წევრად ასახელებს. ერთი წლით ადრე ასეთი ადამიანების რაოდენობა 42% იყო, ორი წლის წინ კი - 34%.
კიდევ 14% თავს უბრალოდ მართლმადიდებლად თვლის, საპატრიარქოს დაკონკრეტების გარეშე. 2020 წელს ასეთი ადამიანების 20% იყო, ხოლო 2021 წელს - 12%.
8% თავს ბერძენი კათოლიკედ მიიჩნევს (2020 წელს - 8%, 2021 წელს - 9%), ხოლო 4% იდენტიფიცირებულია მოსკოვის საპატრიარქოს უკრაინის მართლმადიდებლურ ეკლესიასთან (2020 წელს - 15%, 2021 წელს - 18%).
პროტესტანტები და სხვა ქრისტიანული ეკლესიების მიმდევრები გამოკითხულთა 2%-ს შეადგენს, ხოლო 1% რომის კათოლიკურ ეკლესიას.
გამოკითხულთა 10% თავს ათეისტად თვლის. 2020 წელს ისინი 8% იყვნენ, 2021 წელს - 7%.
აღსანიშნავია, რომ დასავლეთ უკრაინიდან აღმოსავლეთისკენ 4%-დან 17%-მდე იზრდება ათეისტების წილი.
გამოკითხვა 6-20 ივლისს სატეფონო ინტერვიუს გზით ჩატარდა. კვლევაში 18 წელზე უფროსი ასაკის ქვეყნის ყველა რეგიონში მცხოვრები 2000 რესპონდენტი გამოიკითხა.