უკრაინის გენშტაბი: ბახმუტზე და დონეცკზე ოკუპანტების იერიში მოვიგერიეთ

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენშტაბში აცხადებენ, რომ ბახმუტის და დონეცკის მიმართულებით ოკუპანტების იერიში მოგერიებულია.

გუშინ რუსებმა იერიში მიიტანეს სოფლებზე ვერშინა და სემიგორიე, რომლებიც ბახმუტიდან 10 კილომეტრის რადიუსში მდებარეობს.

რუსეთის არმია დასახლება ნოვოლუჰანსკსაც დაესხა თავს, რომელიც ბახმუტის ჩრდილოეთით, 12 კილომეტრში მდებარეობს. საბრძოლო მოქმედებები კვლავ გრძელდება.

საოკუპაციო ძალებმა სადაზვერვო ოპერაციები ჩაატარეს ქალაქ დონეცკთან ახლოს მდებარე დასახლებებში.

ფრონტის დანარჩენ მიმართულებზე მხოლოდ საარტილერიო და საჰაერო იერიში მიმდინარეობდა.

ომის კვლევის ინსტიტუტში (ISW) აცხადებენ, რომ დონბასის ფრონტზე ოკუპანტების ფოკუსში სწორედ ქალაქი ბახმუტი მოექცევა. მანამდე რუსეთის არმიის გენერალურ შეტევას ქალაქ სივერსკზე პროგნოზირებდნენ.

მსგავსი სიახლეები