უკრაინულ "ცხელ ხაზზე" დანებების მსურველმა 2000-ზე მეტმა რუსმა სამხედრომ დარეკა

ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში, პროექტის "Хочу жить" ცხელ ხაზებზე 2000-ზე მეტი ზარი შევიდა რუსი ჯარისკაცებისგან, რომლებსაც უკრაინაში ჩაბარება სურთ. ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს წარმომადგენელმა ანდრეი იუსოვმა FREEDOM-ის ეთერში ისაუბრა.

მისი თქმით, ისინიც კი რეკავენ, ვინც ფრონტზე ჯერ არ გაგზავნეს, მაგრამ უნდათ წინასწარ იცოდნენ, როგორ მოიქცნენ.

იუსოვმა აღნიშნა, რომ პროექტი "Хочу жить" რუსებს საშუალებას აძლევს არ იბრძოლონ და გადაირჩინონ სიცოცხლე და განმარტა ალგორითმი, რომლითაც რუსი ჯარისკაცები უკრაინის შეიარაღებულ ძალებს ჩაბარდებიან.

"არის ცხელი ხაზის ნომრები, ტელეგრამის არხი, ჩეთ-ბოტი და ვებსაიტი. თუ საძიებო სისტემაში ჩაწერთ, ყველა ინფორმაცია გამოჩნდება. რუსეთის ფედერაციის მოქალაქე ან დონეცკისა და ლუგანსკის დროებით ოკუპირებული ტერიტორიების წარმომადგენელი, დროებით ოკუპირებული ყირიმის მცხოვრები, რომელიც საოკუპაციო არმიაში გაიწვიეს, პროექტში მონაწილეობას შეძლებს. მასთან შენარჩუნდება კონტაქტი, შემოწმდება ინფორმაცია, დადგინდება მისი მდებარეობა და მივიღებთ უსაფრთხოების ზომები. ძირითადი წესები ნათელია - თეთრი დროშა, გადაგდებული იარაღი, გაშლილი ხელები. ეს არის ის, რაც მიუთითებს აგრესიული ზრახვების არარსებობაზე", - განაცხადა მან.

დაზვერვის მთავარი სამმართველოს წარმომადგენელმა დასძინა, რომ უკრაინა იცავს ჟენევის კონვენციებს და არის ადგილები, სადაც პატიმრები დარჩებიან და მათ გამოკვებავენ და ჩააცვამენ.

იუსოვმა ასევე აღნიშნა, რომ რუსეთში უკვე მობილიზებულია 100 000 ადამიანი, რომლებიც ფრონტის ყველაზე საშიშ სექტორებში გაიგზავნებიან.

მსგავსი სიახლეები