"ვაგნერმა" 37 რუსულ კოლონიაში უკრაინაში საომრად 5786 ადამიანი დაიქირავა - Важные истории
კერძო სამხედრო კომპანია "ვაგნერმა" სულ მცირე 5786 ადამიანი დაიქირავა 37 რუსულ კოლონიაში უკრაინის ომში მონაწილეობის მისაღებად. ამის შესახებ ინფორმაციას "Важные истории" ციხის წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.
მათგან სულ მცირე 2036 პატიმარი საბრძოლო ზონაში გადაიყვანეს. ჟურნალისტები აღნიშნავენ, რომ ეს მონაცემები კოლონიებში წყაროებს ეყრდნობა. გამოცემის თანახმად, რეკრუტერებმა ზოგიერთ კოლონიაში მისვლა კვლავ დაიწყეს.
ადამიანის უფლებათა დამცველი პროექტის "Русь сидящая"-ს ხელმძღვანელმა ოლგა რომანოვამ თქვა, რომ რეალურად ორჯერ მეტი, 11 ათასი ადამიანის რეკრუტირება მოხდა და აქედან დაახლოებით 3 ათასი უკრაინაში წავიდა.
ერთი კვირის წინ სოციალურ ქსელებში ვიდეო გავრცელდა, სადაც ვლადიმირ პუტინის "შეფ მზარეული", რუსი ოლიგარქი ევგენი პრიგოჟინი, რომელიც კერძო სამხედრო კომპანია "ვაგნერს" აკონტროლებს, რუსეთის ერთ-ერთ ციხეში პატიმრებს მიმართავს და უკრაინაში ომში მონაწილეობას სთავაზობს.