ზელენსკი: უშიშროების სამსახურში საკადრო რევიზია მიდის, შეიძლება 28 ჩინოვნიკი დავითხოვოთ
უკრაინის პრეზიდენტმა თავის ყოველდღიურ მიმართვაში უკრაინის უშიშროების სამსახურში (СБУ) მიმდინარე „საკადრო რევიზიაზე“ ისაუბრა.
17 ივლისს ზელენსკიმ СБУ-ს უფროსის ივან ბაკანოვის თანამდებობიდან დროებით ჩამოცილების გადაწყვეტილება მიიღო.
მსგავს ბედს გაიზიარებს უკრაინის გენერალური პროკურორი ირინა ვენედიქტოვა.
უკრაინის პრეზიდენტის განცხადებით, ამ მაღალჩინოსნებმა ვერ შეძლეს უკრაინელი მოხელეების რიგებში მტერთან კოლაბორაციის და სახელმწიფო ღალატის „თავიდან აცილება“.
ზელენსკის თქმით, უშიშროების უწყებაში სულ 28 ჩინოვნიკის დათხოვნა იგეგმება.
„მიზეზები მსგავსია: შესრულებული სამუშაოთი უკმაყოფილება“, - განაცხადა პრეზიდენტმა.
დღეს გავრცელებული ცნობით, უკრაინის პრეზიდენტმა ვერხოვნა რადას ირინა ვენედიქტოვას თანამდებობიდან გათავისუფლების შუამდგომლობით მიმართა.