ზელენსკის ადმინისტრაცია: უშიშროების უფროსი და გენპროკურორი დროებით დავითხოვეთ

უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე აცხადებს, რომ ვოლოდიმირ ზელენსკიმ უშიშროების სამსახურის (СБУ) და გენპროკურორის დროებით დათხოვნის გადაწყვეტილება მიიღო.

მანამდე გავრცელდა ცნობა, რომ ზელენსკიმ მაღალჩინოსნები თანამდებობიდან გაათავისუფლა სამსახურეობრივი მოვალეობების „არასათანადოდ“ შესრულების გამო.

ანდრეი სმირნოვის განცხადებით, ივან ბაკანოვზე და ირინა ვენედიქტოვაზე სამსახურეობრივი მოკვლევა მიმდინარეობს და საბოლოო გადაწყვეტილებას პრეზიდენტი მხოლოდ ამის შემდეგ მიიღებს.

„[დროებით დათხოვნა] დაკავშირებულია იმასთან, რომ პრეზიდენტი და ჩვენ ყველა ამ ორგანოების ხელმძღვანელებისგან კონკრეტულ, რადიკალურ ნაბიჯებს ველოდით კოლაბორანტების და სახელმწიფო მოღალატეების თავიდან მოცილების კუთხით“, - აცხადებენ ზელენსკის ადმინისტრაციაში.

 

მსგავსი სიახლეები