ЗСУ: ბახმუტში სამხედრო ნაწილების მომარაგება არ შეწყვეტილა
სოფელ ხრომოვოში ოკუპანტების მიერ ხიდის აფეთქების მიუხედავად, უკრაინის შეიარაღებული ძალები აგრძელებენ ბახმუტში მებრძოლი დანაყოფების მომარაგებას.
ამის შესახებ ЗСУ-ს აღმოსავლეთ სარდლობის სპიკერმა, სერჰი ჩერევატიმ განაცხადა.
"ჩვენი ინჟინრები და მომმარაგებლები აკეთებენ ყველაფერს. მოწინააღმდეგის მიერ მაგისტრალის საცეცხლე კონტროლის ან უშუალო კონტროლის დამყარების მცდელობებმა გვაჩვენა, რომ ჩვენ შეგვიძლია ვიპოვოთ გამოსავალი რთული სიტუაციებიდან. ვაგრძელებთ მებრძოლების მომარაგებას ამუნიციით, პროდუქტებით და ყველაფერი აუცილებლით",- განაცხადა ჩერევატიმ.
ხრომოვო ქალაქ ბახმუტის შემოგარენში მდებარე სოფელია, რომელიც აგლომერაციას ჩრდილო-დასავლეთიდან ესაზღვრება. გავრცელდა ცნობები, რომ ოკუპანტებმა ხრომოვესა და ბახმუტის დამაკავშირებელი ხიდი ააფეთქეს.
კონტექსტი
ბახმუტში მოქმედი ჩვკ ვაგნერის ნაწილები ცდილობენ ქალაქს ერთდროულად სამხრეთიდან და ჩრდილოეთიდან მოუარონ. გარდა ამისა გრძელდება მძიმე ბრძოლები უშუალოდ ქალაქის საზღვრებში, რომელიც უმეტესწილად უკვე ოკუპანტების კონტროლქვეშაა.