პუტინმა და ლუკაშენკამ რუსეთის და ბელარუსის „ინტეგრაციის პროგრამას“ მოაწერეს ხელი

28 პუნქტისგან შემდგარი პროგრამა საერთო ეკონომიკური და თავდაცვის პოლიტიკის გატარებას ითვალისწინებს

პორტუგალია იანვარში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნებისთვის ემზადება

პარლამენტის მიერ ბიუჯეტის პროექტის ჩაგდების გამო პორტუგალიის პრეზიდენტს ახალი არჩევნების დანიშვნა მოუწია

გერმანიის ჯანდაცვის მინისტრი: ქვეყანაში აუცრელების პანდემიაა

მინისტრმა საჯარო დაწესებულებების ადმინისტრაციებს მოუწოდა, მკაცრად შეამოწმონ შესვლის ყველა მსურველის კოვიდ-პასპორტი

ქრისტიან-დემოკრატების ახალ ლიდერს პარტიის ყველა წევრი აირჩევს

პარტიის ამჟამინდელმა ლიდერმა არჩევნებში დამარცხების შემდეგ მიანიშნა, რომ ქრისტიან-დემოკრატების ლიდერობიდან წასვლას აპირებს

ბაიდენი: ჩინეთი და რუსეთი კლიმატის ცვლილების შესაჩერებლად საკმარისს არ აკეთებენ

„დიდი ოციანის“ სამიტზე აშშ-ს პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ჩინეთს, რუსეთს და საუდის არაბეთს კლიმატის ცვლილების შესაჩერებლად სამოქმედო გეგმა არ წარმოუდგენიათ

შინ ფეინი: დრო, როცა იუნიონისტები უმრავლესობაში იყვნენ, წარსულს ჩაბარდა

ცოტა ხნის წინ, „შინ ფეინის“ ერთ-ერთმა ლიდერმა განაცხადა, რომ ჩრდილოეთ ირლანდიაში იუნიონისტებმა უმრავლესობა დაკარგეს და დროა, რომ „ძალთა ბალანსი გადაისინჯოს“