გერმანელების უმეტესობა რუსი დეზერტირების მიღებას მხარს უჭერს
გერმანელების უმრავლესობა (54%) გერმანიის მიერ რუსეთში მობილიზებისგან თავის არიდების მსურველთა მიღების მომხრეა, 35% კი ამას ეწინააღმდეგება. ამის შესახებ ხუთშაბათს, 5 ოქტომბერს გამოქვეყნებული კველვის შედეგები მეტყველებს, რომელიც Infratest dimap-მა ARD-ის დაკვეთით ჩაატარა.
როგორც გამოკითხვადან ირკვევა, რუსი დეზერტირების მიღების მომხრეთა უმრავლესობა მწვანეთა პარტიის მომხრეებს შორისაა (79%). სოციალ-დემოკრატების ამომრჩეველთა შორის ამ იდეას მხარს გამოკითხულთა 64% უჭერს, მემარცხენე პარტიის მხარდამჭერები - 57% და ქრისტიან-დემოკრატიული და ქრისტიან-სოციალური პარტია (CDU/CSU) - 55%.
თავისუფალი დემოკრატების მხარდამჭერები უფრო კრიტიკული არიან ამ საკითზე. პარტიის მხარდამჭერთა მხოლოდ 47% ემხრობა რუსი დეზერტირების მიღებას.
ამავდროულად, ულტრამემარჯვენე პოპულისტური პარტიის "ალტერნატივა გერმანიისთვის" მხარდამჭერთა 57% არ ეთანხმება მათ მიღებას, ვინც თავს არიდებს მობილიზაციას რუსეთში.