წყაროს ცნობით, როსნეფტისა და ლუკოილის სანქცირების შემდეგ ინდოეთში საგრძნობლად გაიზარდა საბანკო კონტროლი და ნავთობგადამამუშავებელი ქარხნები მაქსიმალური სიფრთხით მუშაობენ, რათა მეორადი სანქციების რისკი აირიდონ.
"მაგრამ თუ კი იქიდან ამოვარდება ანკორიჯის სულისკვეთება და შეთანხმებები, ეს რა თქმა უნდა, პრინციპულად განსხვავებული ვითარება იქნება"- განაცხადა ლავროვმა.
"მას ეუბნებიან ბატონო პრეზიდენტო, მე შევეცდები მივაღწიო შეთანხმებას, ის პასუბს - ძალიან კარგი, ნახე რისი გაკეთებაა შესაძლებელი. ეს არის პრეზიდენტის ჩართულობის და ინფორმირებულობის დონე"- ამბობს გამოცემასთან საუბარში ადმინისტრაციის ერთ-ერთი მაღალჩინოსანი.
ამავე პოსტში საბჭოს მდივანმა მადლობა გადაუხადა ამერიკულ დელეგაციას "კონსტრუქციული თანამშრომლობისთვის" და "ყურადღებიანი დამოკიდებულებისთვის" უკრაინის მიერ წამოჭრილ საკითხებთან დაკავშირებით.
"გვაქვს აღქმა, რომ ამერიკული წინადადებებმა შეიძლება მოიცვას უკრაინის ხედვასა და ქვეყნის ეროვნული ინტერესებისთვის კრიტიკული რიგი ელემენტებისა"- წერს უკრაინელი პრეზიდენტი.
შეხვედრას ესწრებოდა აშშ-ს საქმეთა რწმუნებული უკრაინაში, ჯული დევისი, რომელმაც დიპლომატებთან საუბარში აღიარა, რომ შეთანხმებების პირობები უსამართლოა, მაგრამ მისი თქმით, "ამ მომენტიდან პირობები გაუარესდება, არ გაუმჯობესდება.
გამოცემის წყაროები უარყოფენ რუბიოს მონაწილეობას - "არ ყოფილა არანაირი კოორდინაცია, ეს გეგმა სახელმწიფო დეპარტამენტში არავის უნახავს, მათ შორის არც რუბიოს"- ამბობს ერთ-ერთი მათგანი.