ისრაელი: ბირთვულ შეთანხმებაში დაბრუნება ირანს დამატებით 100 მლრდ დოლარს მისცემს

„ირანისთვის სანქციების ერთბაშად მოხსნა, მათ შორის საბანკო და საფინანსო სექტორებზე, ირანელებს ფულის გათეთრების საშუალებას მისცემს. ირანი სხვა ქვეყნებსაც დაეხმარება, რომლებიც სანქციების ქვეშ არიან“, - ამბობს ისრაელის ლიდერი

აშშ: ბირთვულ შეთანხმების აღდგენაზე ირანის პოზიცია ‘დამაიმედებელია’

თეირანი ამერიკისგან რევოლუციის გუშაგთა კორპუსის (IRGC) ტერორისტული ორგანიზაციების სიიდან ამოღებას აღარ მოითხოვს

ირანი ბირთვულ შეთანხმებაზე: ევროკავშირის წარმოდგენილი ტექსტი ‘მისაღებია’

8 აგვისტოს ევროკავშირმა განაცხადა, რომ 2015 წელს დადებული ბირთვული ხელშეკრულების აღსადგენად ტექსტის „საბოლოო ვერსია“ ირანის დელეგაციას გადასცა

ირანი: ბირთვული შეთანხმების ტექსტის ‘საბოლოო’ ვარიანტს განვიხილავთ, რომელიც EU-მ მოამზადა

ევროკავშირის მაღალჩინოსანმა პრესასთან განაცხადა, რომ ბრიუსელმა შეთანხმების „საბოლოო“ ვარიანტი მოამზადა, რომელიც გადასინჯვას „არ ექვემდებარება“

ირანი ბირთვული კვლევებისთვის ახალი რეაქტორის აშენებას გეგმავს

თეირანში აცხადებენ, რომ ურანის 60 პროცენტიან ნიშნულამდე გამდიდრებას უკვე მიაღწიეს. ბირთვული იარაღის წარმოებისთვის ურანის 90 პროცენტამდე გამდიდრებაა საჭირო

თეთრი სახლი: ირანის ბირთვული შეთანხმების აღდგენა წელს მოსალოდნელი არ არის

შეთანხმების პერსპექტივას სკეპტიკურად უყურებს ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის შეფი ჟოზეპ ბორელიც, რომლის თქმითაც, კონსენსუსის რესურსი "ამოწურულია"

ირანი ბირთვული პროგრამის მონიტორინგის კამერებს არ ჩართავს, სანამ შეთანხმება არ აღდგება - ირანული მედია

ირანმა ბირთვული პროგრამის ობიექტებზე დამონტაჟებული 27 კამერა გამორთო, რომლებსაც ატომური ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტო ზედამხედველობდა

დოჰაში აშშ-ს და ირანს შორის ბირთვული მოლაპარაკებები უშედეგოდ დასრულდა

აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტში აცხადებენ, რომ ირანმა „ევროკავშირის ინიციატივას“ ანგარიში არ გაუწია, რამაც პროცესი ჩიხში შეიყვანა

ევროკავშირი და ირანი ჩიხში შესული ბირთვული მოლაპარაკებების განახლებაზე შეთანხმდნენ

შეთანხმების მიღწევა თეირანში ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის შეფის, ჟოზეპ ბორელის ვიზიტის შემდეგ მოხერხდა

ჟოზეპ ბორელი ბირთვული შეთანხმების განსახილველად ირანში ჩავიდა

თუმცა, მას შემდეგ, რაც ირანმა აშშ-სგან ისლამური რევოლუციის გუშაგების ტერორისტულ ორგანიზაციათა სიიდან ამოღება მოითხოვა, მოლაპარაკებები ჩიხში შევიდა

ისრაელი: აშშ ირანის რევოლუციის გუშაგებს ტერორისტების სიიდან არ ამოიღებს

ირანის ელიტური სამხედრო დაჯგუფების ტერორისტების „შავი სიიდან“ ამოღება თეირანის ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნაა, რომელსაც ის ვაშინგტონს ბირთვული მოლაპარაკებების ფარგლებში უყენებს

ევროკავშირი: ირანთან ბირთვული მოლაპარაკებები ისევ ‘დაიძრა’

„შეიძლება ითქვას, რომ მოლაპარაკებები გაჩერებული იყო, ახლა კი დაიძრა, რაც ნიშნავს რომ შეთანხმების პერსპექტივა არსებობს“, - განაცხადა ევროკავშირის წამყვანმა დიპლომატმა