ნოემბერში რუსეთის საოკუპაციო არმიამ უკრაინაში 505 კვადრატული კილომეტრი დაიკავა - ეს მიმდინარე წლის განმავლობაში საოკუპაციო არმიის წინსვლის ყველაზე მაღალი ტემპია.
Deep State-ის მონაცემებით, ჯამურად სექტემბერში რუსეთის არმიის მიერ დაკავებული ტერიტორიის მოცულობა ქვეყნის მთელი ფართობის 0.04%-ს უტოლდება - ხოლო ჯამურად ოკუპირებული ტერიტორიების მოცულობა ქვეყნის მთლიანი ფართობის 19.04%-ს შეადგენს.
ეს შესაძლოა რამდენიმე ფაქტორით იყოს განპირობებული, მათ შორის იმით, რომ ამ დროისთვის საოკუპაციო არმია 2 მსხვილი ქალაქის ალყაში მოქცევაზეა კონცენტრირებული.
საოკუპაციო არმიის შენელების მთავარ ფაქტორად ჯავშან მანქანების პარკის საგრძნობ გამოფიტვას და ასევე უკრაინის შეიარაღებული ძალების მიერ სხვადასხვა უპილოტო საფრენი და სახმელეთო აპარატების გამოყენების ადაპტირებისა და ფართე დანერგვას უკავშირდება.
საუბარია სუმისა და კურსკის ოლქის სახელმწიფო საზღვრის მონაკვეთზე, რომლის დაკავების შედეგადაც აქ მოქმედი უკრაინული დანაყოფები პრაქტიკულად მოწყდნენ დანარჩენ პლაცდარმს.
თავის მხრივ საყურადღებოა, ისიც, რომ დამოუკიდებელი რუსული მედიის ცნობით, უკრაინაში საოკუპაციო არმიის წინსვლის ტემპები დეკემბერშიც მკვეთრად შემცირებული იყო - საუბარია დაახლოებით 50-%-იან კლებაზე.