გრენლანდიასთან დაკავშირებული ამბების გამო მზარდი საჯარო უკმაყოფილება რესპუბლიკური პარტიის შიგნით იმის ნიშანია, რომ ისინი მზად არიან წინ აღუდგნენ პრეზიდენტის უფლებამოსილების გადაჭარბებას"- ნათქვამია მასალაში.
დავოსში გამოსვლისას ემანუელ მაკრონმა მსოფლიო გააფრთხილა ისეთ რეალობაში შესვლის შესახებ, სადაც "ძლიერის კანონი" მოქმედებს და ევროპას მოუწოდა, "ეს პასიურად არ მიიღოს."
ფრედერიკსენის ვიზიტი მოჰყვა ვაშინგტონსა და კოპენჰაგენს შორის თვეების განმავლობაში მიმდინარე დაძაბულობას, რისი მიზეზიც დონალდ ტრამპის განცხადებებია აშშ-ის მიერ გრენლანდიის შეერთების შესახებ.
მსოფლიოს უდიდესი კუნძულის საპარლამენტო არჩევნები, რომლის მოსახლეობაც 60 ათასს არ აღემატება დიდად არასდროს აღელვებდა პლანეტის დანარჩენ 8 მილიარდ მაცხოვრებელს, თუმცა დღეს განსხვავებული ატმოსფეროა.
ანალიტიკოსები ამბობენ, რომ გრენლანდიის თავდაცვის გაძლიერების გეგმა დიდი ხანია განიხილება და არ უნდა განიხილებოდეს, როგორც პირდაპირი პასუხი ტრამპის განცხადებებზე.