ემირატების ოფიციალური პირის განცხადებით, ირანის რეჟიმი თვლის, რომ საკუთარი არსებობისთვის იბრძვის და მზად არის, გლობალური ეკონომიკა სრუტის ჩაკეტვით თან გაიყოლოს.
უახლოეს დღეებში და კვირებში ახლო აღმოსავლეთში დამატებითი ძალების ჩასვლაა მოსალოდნელი, მათ შორის რამდენიმე გამანადგურებელი ესკადრილიისა და ათასობით ჯარისკაცის.
რეგიონისკენ მიემართება 82-ე სადესანტო დივიზიის ბრიგადა, 31-ე საზღვაო ქვეითთა საექსპედიციო დანაყოფი და, სავარაუდოდ, იმავე სახეობის 24-ე ან 26-ე დანაყოფი.