2020 წელს საუდის არაბეთში ნავთობის გაყიდვით მიღებული შემოსავალი განახევრდა

საუბარია, საუდის არაბეთის სახელმწიფო კომპანია Saudi Aramco-ს, რომელიც ქვეყანაში ნავთობის მოპოვებისა და გაყიდვის ექსკლუზიურ უფლებას ფლობს. Saudi Aramco-ს მსოფლიოს უმსხვილესი კომპანიაა, მისი მიახლოებითი ღირებულება 2 ტრილიონ დოლარს აღემატება. კომპანიის აქციების უდიდესი ნაწილი სახელმწიფოს საკუთრებაში, თუმცა 2019 წლის ბოლოს სამეფოს კრონპრინცის, მოჰამედ ბინ სალმანის ინიციატივით, კომპანიის აქციების მცირე პაკეტი საფონდო ბირჟაზე განთავსდა. აქედან გამომდინარე Saudi Aramco როგორც საჯარო კომპანია ვალდებულია ყოველწლიურად დეტალური ფინანსური ანგარიში გამოაქვეყნოს.

2020 წლის ფინანსური ანგარიშის მიხედვით, კომპანიის მოგებამ 2020 წელს 49 მილიარდი დოლარი შეადგინა, რაც 2019 წლის მაჩვენებელს 1.8-ჯერ ჩამორჩება. შემოსავლის შემცირების მიუხედავად, კომპანია კვლავაც აპირებს წინასწარი დააანონსებული დივინდებების განაწილებას თავისი აქციონერებისთვის. სავარაუდოდ დივიდენდების სახით კომპანია 75 მილიარდ დოლარს გაიღებს, რაც საგრძნობლად აღემატება კომპანიის წლიურ მოგებას. 

Saudi Aramco-ს გენერალური დირექტორის, ამინ ნასერის თქმით, 2020 წელი კომპანიისთვის ძალიან რთული აღმოჩნდა, რაც პანდემიისა და ლოქდაუნების ფონზე ნავთობზე რეკორდულად შემცირებული მოთხოვნით იყო განპირობებული. გარდა ამისა გასულ წელს კომპანიამ 27 მილიარდი დოლარის კაპიტალ დაბანდება განახორციელა, მიმდინარე წელს იგივე მაჩვენებელი 35 მილიარდ დოლარს გაუტოლდება. 

გასულ წელს კომპანიამ გააუმჯობესა საკუთარი რეკორდი და აპრილში დღე-ღამეში 12.1 მილიონ ბარელ ნავთობს მოიპოვებდა, რაც რეკორდულად მაღალი მაჩვენებელია. რეკორდულად მაღალი იყო გაზის მოპოვებას და მაქსიმალურმა მაჩვენებელმა დღე-ღამეში 302 მილიონი კუბური მეტრი შეადგინა. 

 

მსგავსი სიახლეები