2021 წელს მეორედ ლონდონში, მთელი დღის განმავლობაში, კორონავირუსით არავინ გარდაცვლილა

28 მარტს ოფიციალური მონაცემებით ლონდონში Covid-19-ით არცერთი გარდაცვალება არ დაფიქსირდა. ეს 2021 წელს მეორე დღე იყო ვირუსის მსხვერპლის გარეშე.  

კორონავირუსის აფეთქებისას იანვარში, ლონდონში დღეში 200 ადამიანის გარდაცვალების შემთხვევაც იყო. ვირუსის პირველი ტალღისას ლონდონზე ინფიცირების შემთხვევების 12% მოდიოდა.

ბრიტანეთმა კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის პირველი დოზით 30 მილიონზე მეტი ადამიანი აცრა, ხოლო ორივე დოზა 3,5 მილიონმა ადამიანმა მიიღო.

მსგავსი სიახლეები