31 Abrams უკვე გერმანიაშია, უკრაინელების წვრთნები მალე დაიწყება - პენტაგონი

ამერიკული Abrams-ის ტანკები გერმანიაში ჩავიდა, სადაც უკრაინული სატანკო ეკიპაჟები და ტექნიკოსები მალე დაიწყებენ მათზე წვრთნებს. ამის შესახებ პენტაგონის სპიკერმა პატრიკ რაიდერმა 15 მაისს განაცხადა.

"შემიძლია დავადასტურო, რომ 31 M1 Abrams-ის ტანკი ჩავიდა გერმანიის გრაფენვერში [არმიის ბაზაზე], უკრაინული სატანკო ეკიპაჟების შემდგომი წვრთნებისთვის მოსამზადებლად", - თქვა მან.

რაიდერის თქმით, უკრაინული ეკიპაჟები, სავარაუდოდ, მომდევნო ორი კვირის განმავლობაში ჩამოვლენ და წვრთნას დაიწყებენ.

"ეს ვრცელი სასწავლო პროგრამა უკრაინული ეკიპაჟებისა და ტექნიკოსებისთვის შექმნილია იმისთვის, რომ მოამზადოს ისინი კრიტიკული როლებისთვის, რათა ეფექტურად მართონ M1-ის ტანკი და დაიცვან უკრაინელი ხალხი", - თქვა მან.

კონტექსტი

25 იანვარს აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ უკრაინას 31 Abrams-ს გადასცემენ.

პენტაგონი ეძებდა გზას უკრაინისთვის ტანკების მიწოდების დასაჩქარებლად და 21 მარტს რაიდერმა ბრიფინგზე განაცხადა, რომ აშშ-მა გადაწყვიტა უკრაინის შეიარღებულ ძალებს M1A1 Abrams-ის ვერსია გადასცეს (თავდაპირველად დაგეგმილი იყო M1A2-ის მიწოდება) და ეს უკრაინისთვის ტანკების შემოდგომამდე მიწოდების საშუალებას გააჩენს.

მსგავსი სიახლეები