6 იანვარს მსოფლიოში Covid-19-ის შემთხვევების რეკორდული რაოდენობა დაფიქსირდა

 

6 იანვარს მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირების 2.6 მილიონი ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, რაც პანდემიის დაწყებიდან დღემდე რეკორდული მაჩვენებელია. ამის შესახებ ინფორმაციას ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია ავრცელებს.

წინა რეკორდი 2022 წლის 5 იანვარს დაფიქსირებული 2.3 მილიონი შემთხვევა იყო.

ყველაზე მეტი შემთხვევა 6 იანვარს ევროპაში (1.2 მილიონი) და ჩრდილოეთ და სამხრეთ ამერიკაში დაფიქსირდა (1.1 მილიონი).

პანდემიის დაწყებიდან დღემდე მსოფლიოში კორონავირუსით 296.5 მილიონი იყო ინფიცირებული, 5.46 მილიონი კი - დაიღუპა. 

 

მსგავსი სიახლეები