‘აბრაამის შვილები’ - ისრაელის, ეგვიპტის და საამიროების ლიდერებმა შეხვედრა გამართეს

22 მარტს ისრაელის, ეგვიპტის და გაერთიანებული არაბული საამიროების ლიდერებმა ქალაქ შარმ-ელ-შეიხში შეხვედრა გამართეს.

შეხვედრის შესახებ ინფორმაცია წინასწარ არ გასაჯაროებულა.

სამმხრივი სამიტი, რომელშიც ეგვიპტის პრეზიდენტი აბდალ ფათაჰ ას-სისი და საამიროების ტახტის მემკვიდრე მუჰამად ბინ ზაიდი მონაწილეობდა, ისრაელის უპრეცედენტო დიპლომატიურ მიღწევად შეაფასეს.

2020 წელს აბრაამის შეთანხმებების ხელმოწერის შემდეგ ისრაელმა სპარსეთის ყურის გავლენიან სახელმწიფოსთან დიპლომატიური ურთიერთობები დაამყარა.

ეგვიპტესთან მსგავსი ხელშეკრულება - კემპ-დევიდის შეთანხმებები - 1978 წელს გაფორმდა.

ბენეტმა, სისიმ და ზაიდმა რამდენიმე საათიანი შეხვედრის განმავლობაში უკრაინის ომი, ენერგეტიკული და სასურსათო უსაფრთხოების საკითხები განიხილეს, ნათქვამია კაიროს გამოქვეყნებულ კომუნიკეში.

ისრაელ-პალესტინის კონფლიქტის საკითხი მხარეების საჯარო განცხადებებში არ მოხვედრილა.

მსგავსი სიახლეები