აფეთქება კემეროვოს მაღაროში: მინიმუმ 52 ადამიანი დაიღუპა
კემეროვოს ოლქის ქალაქ ბელოვოს მაღაროში მომხდარი აფეთქების შედეგად მინიმუმ 52 ადამიანი, მათ შორის, 6 მაშვილი დაიღუპა.
სააგენტო ТАСС-ის ცნობით, მაღაროში ცოცხალი ვერავინ გადარჩა. კიდევ 35 ადამიანის შესახებ ინფორმაცია უცნობია.
აფეთქების საქმეზე სამართალდამცავებმა მაღაროს დირექტორი, მისი მოადგილე და ნაწილის უფროსი დააკავეს. საქმე ინდუსტრიული უსაფრთხოების მოთხოვნების დარღვევის მუხლით აღიძრა, რასაც ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა.
მაღაროებში მეთანის კონცენტრაციის ზრდის გამო სამაშველო სამუშაოები დროებით შეწყდა, რადგან ხელახალი აფეთქების საფრთხე არსებობს.
ადგილობრივმა გუბერნატორიმა სერგეი ცივილევმა განაცხადა, რომ მაღაროში მყოფებთან კონტაქტი დაკარგეს.
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა თქვა, რომ იმედი აქვს მაქსიმალურად ბევრი ადამიანის გადარჩენა მოხერხდება.
ეს ამ მაღაროში მომხდარი პირველი ინციდენტი არ არის. 2014 წელს, ბელოვოს მაღაროში აფეთქებას 13 ადამიანი ემსხვერპლა.