აფეთქებები ქერჩში: რუსებმა ყირიმის ხიდზე მოძრაობა შეაჩერეს
ოკუპირებულ ქალაქ ქერჩში 4 აგვისტოს, საღამოს, ძლიერი აფეთქებები მოხდა, ყირიმის საოკუპაციო "ხელისუფლებამ" ყირიმის ხიდზე "თავდასხმის საფრთხე" გამოაცხადა და ხიდზე მოძრაობა დაბლოკა.
ამ ინფორმაციას ყირიმის ე.წ. "ხელმძღვანელის" მრჩეველ ოლეგ კრიუჩკოვი Telegram-ზე ავრცელებს.
"მაღალი ხმებს, რომელიც ქერჩის მცხოვრებლებმა ერთი საათის წინ გაიგეს, არავითარი კავშირი არ ჰქონდა ყირიმის ხიდთან. გამოცხადებულია თავდასხმის საფრთხე. მისი მოხსნის შემდეგ მოძრაობა (ხიდზე - რედ.) აღდგება." - წერს ის.
კრიუჩკოვმა ასევე თქვა, რომ ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა ყირიმის ხიდის მიდამოში თავდასხმის საფრთხის გამო "განგაშის" სიგნალი გამოცხადდა და ზოგჯერ ეს დღეში 2-3-ჯერაც კი ხდება.
ოკუპანტმა აღნიშნა, რომ ხიდის მიდამოში მომხდარი აფეთქებების შესახებ ინტერნეტში გავრცელებულ ინფორმაციას ვერ ადასტურებს.
რუსულმა გამოცემა TACC-მა დაადასტურა, რომ ყირიმის ხიდზე მოძრაობა დროებით დაიბლოკა.
The Moscow Times-ის ცნობით, 4 აგვისტოს საღამოს საზღვაო დრონების თავდასხმის შედეგად ქერჩის სრუტეში შესაძლოა რუსული ქიმიური ტანკერი SIG დაზიანდა.