ახალი სანქცია: ჯო ბაიდენმა რუსული ნავთობის იმპორტი აკრძალა

 

თეთრ სახლში გამართულ პრესკონფერენციაზე აშშ-ს პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ მისი გადაწყვეტილებით, ამიერიდან ამერიკაში რუსული ნავთობის იმპორტი სრულად იკრძალება.

"ჩვენ სრულად ვკრძალავთ რუსეთიდან ნავთობისა და გაზის შესყიდვას, რაც იმას ნიშნავს, რომ რუსული ნავთობი ხელმისაწვდომი აღარ იქნება", - განაცხადა ბაიდენმა

აშშ-ს პრეზიდენტის თქმით, ამ სანქციით, ამერიკელი ხალხი მნიშვნელოვან დარტყმას მიაყენებს "პუტინის ომის მანქანას."

თეთრ სახლში გაკეთებული განცხადების შემდეგ, რუსული ნავთობის იმპორტი ბორის ჯონსონმა, დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმაც სრულად აკრძალა.

მსგავსი სიახლეები