ახმეტოვმა უკრაინელების და შეიარაღებული ძალების მხარდასაჭერად $72 მილიონი დახარჯა

უკრაინული Forbes-ის ცნობით, ომის დაწყებიდან დღემდე, ყველაზე მდიდარმა უკრაინელმა რინატ ახმეტოვმა 72 მილიონი დოლარი შესწირა უკრაინის შეიარაღებული ძალების მხარდასაჭერად და ომის შედეგად დაზარალებულთათვის ჰუმანიტარული პროგრამების მხარდასაჭერად. 

"ახმეტოვმა გააერთიანა ბიზნესის, მისი ფონდისა და "შახტარის" რესურსები და შესაძლებლობები უკრაინელების დასახმარებლად. Систем Кэпитал Менеджмент-ის (ბიზნესმენის კომპანია, რომელიც ფლობს მეტალურგიულ, ენერგეტიკულ და სხვა აქტივებს) პრესსამსახურის ინფორმაციით, 2.1 მილიონმა ადამიანმა, ანუ ყოველი მე-20 უკრაინელმა მიიღო ჰუმანიტარული დახმარება", - ნათქვამია სტატიაში.

Forbes-ის შეფასებით, ახმეტოვმა უფრო მეტი თანხა შესწირა ჯარისა და თანამემამულეების დასახამარებლად, ვიდრე მსხვილი ბიზნესის ყველა სხვა მფლობელმა ერთად.

"უმდიდრესი უკრაინელი შვიდი მიმართლებით ეხმარება ქვეყანას: ჰუმანიტარული (საკვები, მედიკამენტები, ტანსაცმელი, ევაკუაცია და ომის შესახებ უკრაინული არქივის ჩვენებები); უკრაინის შეიარაღებული ძალებისა და ტერიტორიული თავდაცვის ძალებს მხარდაჭერა; მიგრანტების დახმარება იმ ქალაქებში, სადაც Систем Кэпитал Менеджмент მუშაობს; უფასო ელექტროენერგია ექიმებისა და სამხედროებისთვის; ევროპიდან ჰუმანიტარული დახმარების შემოტანა; თავშესაფარი დონეცკის "შახტარის" საშინაო სტადიონზე და გუნდის საქველმოქმედო ტური; უცხოური მაუწყებლობის "FreeDom"-ის თანადაფინანსება," - წერს Forbes.

ახმეტოვი ყველაზე მდიდარი უკრაინელია. ფორბსის ვერსიით ოლიგარქის ქონება 7.6 მილიარდ დოლარადაა შეფასებული.

Forbes-ის სიაში მოხვდნენ მეწარმეები, რომლებმაც 2 მილიონ დოლარზე მეტი დახარჯეს უკრაინის შეიარაღებული ძალების მხარდასაჭერად.

სიაში ასევე შედის ATB-ის თანამფლობელი გენადი ბუტკევიჩი, რომელმაც უკრაინის დახმარებაზე 5.7 მილიონი დოლარი დახარჯა, ეპიცენტრის მფლობელები ალექსანდრე და გალინა გერეგი (10 მილიონი დოლარი), ფერექსპოს მფლობელი კონსტანტინე ჟევაგო (6.3 მილიონი დოლარი), ვიქტორ და ელენა პინჩუკები (16.7 და 3.5 მილიონი დოლარი) და სხვა ბიზნესმენები.

"პროექტის მიზანია არა მსხვილი ბიზნესის წარმომადგენლების პოპულარიზაცია, არამედ მათი მაგალითის ჩვენება და ქვეყნის ყველა მხარდაჭერის შთაგონება", - აცხადებენ კვლევის ავტორები.

მსგავსი სიახლეები