ამერიკა ავღანეთში ავიადარტყმების რაოდენობას ზრდის
ამერიკის საჰაერო ძალები ამ კვირაში ავღანური არმიის დასახმარებლად თალიბანის წინააღმდეგ ავიადარტყმების რაოდენობას გაზრდიან. ამის შესახებ ინფორმაციას პენტაგონი ავრცელებს.
წინა კვირაში ამერიკულმა ავიაციამ თალიბების მიერ ავღანეთის არმიისთვის წართმეული შეიარაღება დაბომბა. საბრძოლო მოქმედებებისას ავღანეთის შეიარაღებული ძალები თანამედროვე ტექნიკას ხშირად კარგავს, რასაც შემდგომში თალიბანი მათ წინააღმდეგ იყენებს.
ავღანეთიდან ამერიკელი სამხედროების 95% უკვე გამოვიდა, სრულად კი მისია 11 სექტემბერს დასრულდება.