ამერიკელების 70% მთავარ მტრად რუსეთს მიიჩნევს
აშშ-ში ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის კვლევით, გამოკითხული ამერიკელების 70% მთავარ მტრად რუსეთს მიიჩნევს. ეს უფრო მეტია, ვიდრე ირანი და ჩრდილოეთ კორეის შემთხვევაში.
რუსეთის თავდასხმის ფონზე მკვეთრად შეიცვალა ამერიკელების დამოკიდებულება უკრიანის მიმართ, ბოლო მონაცემებით ამერიკელების 81% უკრაინას მოკავშირე ან მეგობარ სახელმწიფოდ მიიჩნევს.
ეს უფრო მაღალია მაჩვენებელია ვიდრე საფრანგეთის და იაპონიის შემთხვევაში. უკრაინაზე მეტად მეგობარ ან მოკავშირე სახელმწიფოდ ამერიკლები მხოლოდ დიდ ბრიტანეთს, ავსტრალიას და კანადას მიიჩნევენ.
შედარებისთვის იმავე კვლევის მიხედვით, რომელიც 2019 წლის სექტემბერში ჩატარდა უკრაინელებს მეგობარ ან მოკავშირე სახელმწიფოდ გამოკითხულთა მხოლოდ 36% ასახელებდა.
მრავალწლიანი პოლიტიკური, ეკონომიკური და სამხედრო მხარდაჭერის მიღმა, რამდენიმე დღის წინ ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ომში მყოფ უკრაინას 13 მილიარდიანი სპეციალური დახმარება გამოუყო.