ამერიკელთა 44%-ის აზრით ქვეყანა სწორი მიმართულებით მიდის, ეს 20-წლიანი რეკორდია

ამერიკის შეერთებულ შტატებში რეგისტრირებული ამომრჩევლების 44%-ს მიაჩნია, რომ ქვეყანა სწორი მიმართულებით ვითარდება - ეს 2004 წლის შემდეგ ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. მიუხედავად ამისა, ამერიკელთა უმრავლესობა (54%) მიიჩნევს, რომ ქვეყანა არასწორი მიმართულებით ვითარდება.
State Of Play: ამის შესახებ NBC-ის დაკვევით ჩატარებულ კვლევაშია საუბარია, რომელშიც გაზომილია პარტიების პოპულარობა და ტრამპის რეიტინგიც.
- გამოკითხვაში მონაწილეობა სულ ათასმა სრულწლოვანმა ამერიკელმა მიიღო, კვლევა 7-11 მარტის პერიოდში ჩატარდა და სტატისტიკური ცდომილების ზღვარი 3%-ს შეადგენს.
Why It Matters: დონალდ ტრამპის მეორე ვადა მისთვის საკმაოდ მაღალი მხარდაჭერის რეიტინგებით დაიწყო, მათ შორის მაჩვენებლები აღემატებოდა მისი პირველი საპრეზიდენტო ვადის საწყისი პერიოდს.
- თებერვლის დასაწყისში CBS-ის დაკვეთით ჩატარებულ კვლევებში ტრამპის მხარდაჭერის რეიტინგი 53%-ს შეადგენდა.
- გასულ კვირებში ტრამპის ადმინისტრაციის მკვეთრ ზომებს მოსახლეობის დიდი ნაწილი უარყოფითად შეხვდა, თუმცა მისი რეიტინგი სტაბილურია, ხოლო დემოკრატიული პარტიის მხარდაჭერის მაჩვენებლები კვლავ მცირდება.
Driving The News: NBC-ის კვლევის მიხედვით, ტრამპის საქმიანობით პრეზიდენტის პოსტზე კმაყოფილია მოსახლეობის 47% (37% ძალიან კმაყოფილი, 10% მეტ-ნაკლებად) - ეს ორგანიზაციის მიერ ტრამპის პოლიტიკურ კარიერაში გამოვლენილი ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.
- ამავე მონაცემებით 35-წლიან მინიმუმზეა დემოკრატიული პარტიის მხარდაჭერა და სულ 27% (20% კმაყოფილია, 7% ძალიან კმაყოფილია) - ეს 1990 წლის შემდეგ ყველაზე დაბალი მაჩვენებელია.
- მსგავსი სურათია CNN-ის დაკვეთით ჩატარებულ კვლევაში, რომლის მიხედვითაც დემოკრატიული პარტიის მხარდაჭერის მაჩვენებელი 29%-ს არ აღემატება.
Go Deeper: კვლევა: ამერიკელთა უმრავლესობა მიიჩნევს, რომ ტრამპი ზედმეტად დაუახლოვდა რუსეთს