Amnesty International: თალიბებმა 13 ეთნიკურად ხაზარი მოკლეს
ადამიანის უფლებათა დამცველი ორგანიზაცია Amnesty International-ის ცნობით, თალიბებმა ამერიკელი ჯარისკაცების ავღანეთიდან გასვლის დღეს 13 ეთნიკურად ხაზარი მოკლეს.
დაღუპულებს შორის 11 ჯარისკაცი და 2 სამოქალაქო პირია, მათ შორის, 17 წლის გოგონა.
ინციდენტი კაჰორის პროვინციის ერთ-ერთ სოფელში მოხდა.
"თალიბანმა ავღანეთის ეროვნული თავდაცვის ძალების 9 ჯარისკაცი მოკლა, რომლებიც მათ დანებდნენ. მსგავსი მკვლელობა ომის დანაშაულია. ასევე მათ მოკლეს ორი სამოქალაქო პირი, რომლებიც გაქცევას ცდილობდნენ," - ნათქვამია Amnesty International-ის განცხადებაში.
ხაზარები ავღანეთში ეთნიკური უმცირესობა არიან, რომელთა წილიც მოსახლეობაში 9%-ია. თალიბები მათ დიდი ხანია დევნიან, რადგან ისინი შიიტურ ისლამს მისდევენ.