ამსტერდამში ისრაელიდან ჩასულ გულშემატკივრებს თავს დაესხნენ: დაშავდა 10 ადამიანი, 3 დაკარგულია

ისრაელელ საფეხბურთო გულშემატკივრებს პარასკევს ღამით ამსტერდამში თავს დაესხნენ. ისრაელის მთავრობამ განაცხადა, რომ თვითმფრინავები გაგზავნა დაზარალებული მოქალაქეების ევაკუაციისთვის.

თელ-ავივის "მაკაბის" ასობით გულშემატკივარს ხუთშაბათს ღამით "ჩაუსაფრდნენ და თავს დაესხნენ ამსტერდამში," როდესაც ისინი ამსტერდამის "აიაქსის" სტადიონს ტოვებდნენ წინააღმდეგ ევროპის ლიგის მატჩის შემდეგ.

ისრაელის საელჩოს მიერ გაზიარებულ ვიდეოში ჩანს ძალადობა "მაკაბის" გულშემატკივრებზე.  

ნიდერლანდების პრემიერ-მინისტრმა დიკ სხოფმა განაცხადა, რომ ის დაუკავშირდა ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს "ისრაელელებზე სრულიად მიუღებელ ანტისემიტურ თავდასხმებთან დაკავშირებით."

სხოფმა აღნიშნა, რომ დამნაშავეები გამოვლენილია და სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიეცემიან. მისი თქმით, "ახლა დედაქალაქში სიმშვიდეა."

ნეთანიაჰუმ სხოფთან საუბრისას ხაზი გაუსვა ნიდერლანდების მთავრობის "უდიდეს მნიშვნელობას" ჰოლანდიაში ისრაელის ყველა მოქალაქის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად.

ადგილობრივმა პოლიციამ განაცხადა, რომ თამაშის შემდეგ 57 ადამიანი დააკავეს, რადგან პალესტინის მომხრე დემონსტრანტები ცდილობდნენ იოჰან კრუიფის სტადიონზე შესვლას, მიუხედავად იმისა, რომ ქალაქის მერიამ მათ აქციის გამართვა აუკრძალა. პოლიციამ განაცხადა, რომ გულშემატკივრებმა სტადიონი ინციდენტის გარეშე დატოვეს, მაგრამ ღამის განმავლობაში ქალაქის ცენტრში თავდასხმები დაფიქსირდა.

ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრმა გიდეონ საარმა განაცხადა, რომ 10 მოქალაქე დაშავდა და ამსტერდამში მცხოვრებ ისრაელელებს სასტუმროებში დარჩენა ურჩია.

"მაკაბის" გულშემატკივრები ნიდერლანდების დედაქალაქში ხუთშაბათს საღამოს, ევროპის ლიგის მატჩისთვოს ჩავიდნენ, რომელიც "აიაქსმა" 5-0 მოიგო.

მსგავსი სიახლეები