"არ გავჩუმდები" - ჰარისმა ნეთანიაჰუს შეხვედრაზე მოუწოდა მიიღოს ზავის პირობები

ამერიკის შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტმა და დემოკრატიული პარტიის პრეზიდენტობის კანდიდატმა, ისრაელის პრემიერს მოუწოდა რაც შეიძლება სწრაფად მიიღოს ზავის პირობები ომის დასასრულებლად. 

ამის შესახებ კამალა ჰარისმა ბიბი ნეთანიაჰუსთან გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა. 

"პრემიერ-მინისტრს მოვუწოდე, რომ სწრაფად დაამტკიცოს შეთანხმების პირობები, რათა რაც შეიძლება სწრაფად სწრაფად შეწყდეს ცეცხლი. სწრაფად დავაბრუნოთ მძევლები სახლში და სწრაფად მივაწოდეთ ეს ოდენ საჭირო დახმარება პალესტინელ ხალხს"- განაცხადა ჰარისმა შეხვედრის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან მოკლე საუბარში. 

ამასთანავე კამალა ჰარისმა ხაზი გაუსვა, რომ ისრაელის მტკიცე მხარდამჭერია - "ისრაელის აქვს თავდაცვის უფლება, მაგრამ მნიშვნელოვანია, თუ როგორ აღასრულებს ამ უფლებას. მე მაქვს შფოთვა სამოქალაქო პირებისთვის მიყენებული მასშტაბურ ზიანთან დაკავშირებით, მათ შორის ძალიან ბევრი უდანაშაულო მოქალაქეების მსხვერპლთან. ჩვენ ვერ მივცემთ თავს გაჩუმების უფლებას მშვიდობიანი მოქალაქეების ტანჯვაზე, მე არ გავჩუმდები."

კონტექსტი 

ჰარისისა და ნეთანიაჰუს შეხვედრას წინ უძღოდა ისრაელის პრემიერის რიგით მეოთხე გამოსვლა კონგრესში. თავის 90-წუთიან გამოსვლაში ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ ისრაელი არ მიიღებს სხვა სცენარს სრული გამარჯვების გარდა. ნეთანიაჰუმ უგულველყო ისრაელის არმიის მოქმედებების კრიტიკა, რასაც ღაზის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით მაღალი სამოქალაქო მსხვერპლი მოჰყვა. 

ნეთანიაჰუს გამოსვლის პარალელურად კონგრესთან საპროტესტო აქციები მიმდინარეობდა, რომელზეც დემონსტრანტებმა დაწვეს ამერიკისა და ისრაელის დროში და ჰამასის მხარდამჭერ ლუზუნგებს სკანდირებდნენ.

დემონსტრანტების მოქმედებები დაგმო კამალა ჰარისმაც. 

აშშ-ში ვიზიტს ბიბი ნეთანიაჰუ დონალდ ტრამპთან შეხვედრით დაასრულებს. 

მსგავსი სიახლეები