არახამია: ოკუპანტები უკვე "აზოვსტალის" ტერიტორიაზე იმყოფებიან

რუსეთთან მოლაპარაკებებზე უკრაინის დელეგაციის ხელმძღვანელმა, უკრაინის უმაღლესი რადას ყველაზე დიდი საპარლამენტო ფრაქციის "ხალხის მსახურის" თავმჯდომარემ, დავით არახამიამ Радіо Свобода-სთვის მიცემულ კომენტარში დაადასტურა, რომ რუსი ოკუპანტები მარიუპოლში, "აზოვსტალის" ქარხანაში შეიჭრნენ.

უკრაინის ხელისუფლებას კავშირი აქვს მარიუპოლის დამცველებთან, რომლებიც ქარხანაში იმყოფებიან, განაცხადა არახამიამ.

"მეორე დღეა ქარხნის შტურმის მცდელობები გრძელდება. რუსული ჯარები უკვე აზოვსტალის ტერიტორიაზე არიან", - განაცხადა მან აზოვის პოლკის მეთაურის სიტყვებზე დაყრდნობით.

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის განცხადებაში, რომელიც 4 მაისს 18:00 საათზე გამოქვეყნდა, ნათქვამია, რომ რუსეთის ფედერაცია ახორციელებს შეტევას ქარხანაზე კონტროლის მოპოვების მიზნით, მაგრამ წარმატებას ვერ აღწევს.

4 მაისს Украинская правда-მ წყაროებზე დაყრდნობით დაწერა, რომ რუსმა დამპყრობლებმა შეძლეს აზოვსტალის ქარხანაში შეღწევა. გამოცემამ, ისევე როგორც მარიუპოლის მერმა ვადიმ ბოიჩენკომ, განაცხადა, რომ უკრაინელ სამხედროებთან არანაირი კომუნიკაცია არ ყოფილა.

მსგავსი სიახლეები